იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პალერმო“ 5:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და მაინც ადვილად სძლია მეტოქეს. ხვიჩა კვარაცხელია 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეხვედრის ბოლოს კვარაცხელიას კარგი გადაცემა რომელუ ლუკაკუმ ვერ გამოიყენა.
“ნაპოლი” მერვედფინალში სტუმრად “ლაციოს” დეკემბერში” შეხვდება.
„ნაპოლი“ სერია A-ში 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მეორე ადგილზეა და 29 სექტემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.
ნაპოლი – პალერმო 5:0
გოლები: 1:0 ნგონჟი (7), 2:0 ნგონჟი (12),
3:0 ჟეზუსი (42), 4:0 ნერესი (70), 5:0 მაკტომინეი (77)
გაძევება: ვასიჩი (59, პალერმო)