CalcioNapoli24 წერს, რომ “ნაპოლიმ” ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი ნიდერლანდების ერედივიზიონიდან შეარჩია.
მოგეხსენებათ, დიდია იმის ალბათობა, რომ სეზონის ბოლოს “პარტენოპეის” ნიგერიელი ფორვარდი დატოვებს და თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაშინ “ნაპოლი” “ფეიენოორდის” ფორვარდის, სანტიაგო ხიმენესის დამატებას შეეცდება.
როტერდამელთა მექსიკელი შემტევის სავარაუდო ღირებულებად 50 მილიონი ევრო სახელდება. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 24 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.