“კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს” – ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

პსჟ-შესახებ RMC-ს ტელეარხზე გადაცემა After Foot-ში ჟურნალისტებმა დანიელე რიოლომ და ფლორან გოტრომ ისაუბრეს. მათ უპასუხეს კითხვაზე – პარიზული გუნდის ფეხბურთელები მატჩებს სპეციალურად შერჩევით უდგებიან და ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მონდომებული თამაშობენ, ვიდრე ლიგა 1-ში?
დანიელე რიოლო: „ირჩევენ თუ არა შეხვედრებს? ვერ გეტყვით, ამის სათქმელად დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ამას განზრახ აკეთებენ, მე კი დარწმუნებული არ ვარ. ლუის ენრიკე დაუდევრობას არ მოითმენს, როდესაც ფეხბურთელები უგულოდ თამაშობენ და ბოლომდე არ იხარჯებიან. შაბათს „ლუი II“-ზე ვიტინიას ძმა იყო, ჟოაო ნევეშის ძმაც, ფაბიან რუისის ნათესავი, ვფიქრობ, მათ ისინი ვერ იცნეს. ამ სამის ასეთი ცუდი თამაში უბრალოდ შოკია.
ს აშკარად ორი სახე აქვს. გამიზნულად ირჯებიან ასე? მე ამას უფრო მენტალურ დეკომპრესიას დავარქმევდი. ქვეყნის პირველობაზე ჩვეულზე მეტი მატჩები წააგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ უკეთ გამოდიან. ეს სიახლე არაა, ნორმალურია, ჩავარდნები მუდამ შეინიშნებოდა, ასე ხდებოდა, როდესაც მწვრთნელი ლორან ბლანი გახლდათ. მაშინაც სხვადასხვა ტურნირზე სხვადასხვაგვარად ასპარეზობდნენ. თვით „ტოტენჰემთანაც“ მიუხედავად ანგარიშისა, პსჟ ძალიან არ დომინირებდა, არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურად მოქმედებდნენ.
ფლორან გოტრო: „არ მგონია, რომ შეხვედრებს გამიზნულად შერჩევით უდგებიან, რადგან თამაშს „ტოტენჰემთანაც“ ვერ აკონტროლებდნენ. სჯერათ, რომ ლიგა 1-ში უპირატესობა გააჩნიათ და ფეხბურთელთა დამოკიდებულებას თავისდაუნებურად ეს განაპირობებს. თუმცა, ბევრი რამ საგანგაშოა, რაც შედეგებში აისახა. ისიც უნდა ითქვას, რომ დიდ მატჩებში ნუნო მენდეშის და განსაკუთრებით აშრაფ ჰაკიმის გარეშე დარჩენამ, დეზირე დუეს და უსმან დემბელეს არყოფნამ პრობლემები შექმნა“.
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდი” “ბირმინგემთან” დამარცხდა
პსჟ ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა?
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა – რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს “მონაკოსთან” მარცხის შემდეგ
“სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი” – რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა