კატალონიური El Nacional-ის ცნობით, გასულ ხუთშაბათს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” სახელს “ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს დიდი ხანია უკავშირებენ.
იწერება ისიც, რომ ესპანური გრანდი ორ ახალ შემტევს ეძებს და ერთ-ერთ ასეთად სწორედ ჩვენებური მოისაზრება. თანაც, გუნდის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ხვიჩა ძალიან ესიმპატიურება, თავად კვარაცხელიაც კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების წინააღმდეგი არაა.
თავის მხრივ, საქმეშია კვლავ პსჟ-იც და SPORT-ის ინფორმაციით, პარიზელებს გარიგების კიდევ ერთხელ გაჩარხვის მცდელობა მორიგ ზაფხულს ექნებათ.
პარარელურად, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე მოლაპარაკებებს “ნაპოლიც” განაგრძნობს. “პარტენოპეის” სპორტულმა
დირექტორმა ჯოვანი მანამ ადრე განაცხადა, რომ ყველაფერი ნოემბრის თვეში საბოლოოდ უნდა დასრულდეს, ან მოლაპარაკებები სეზონის ბოლოს გადაინაცვლებს.