კვარაცხელიასა და პსჟ-ს შორის შეთანხმება შედგა – რას გადაწყვეტს საბოლოოდ კონტესა და დე ლაურენტისის დუეტი?

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სა და პსჟ-ს შორის პირადი შეთანხმება შედგა. წყაროს ცნობით, ფრანგული გუნდი 100 მილიონ ევროს იხდის და ახლა ჯერი აურელიო დე ლაურენტისზეა.
“რას უპასუხებს “ნაპოლი” ამ მაცდურ წინადადებას? – თანაც, ქართველმა პარიზელებთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა.
“პარტენოპეის” ახალ დამრიგებელ ანტონიო კონტეს ხვიჩას შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ ნასერ ელ-ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი) მორიგ გიჟურ წინადადებას მოამზადებს და შეთავაზებას 150 მილიონამდე გაზრდის, რას იზამს დე ლაურენტისი?!
პრეზიდენტს არ აქვს განზრახული, გაყიდოს თავისი ძვირფასეულობა, მას სურს შეინარჩუნოს იგი ლურჯ ფერში,
რათა ის გახდეს ნეაპოლური გუნდის რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება რადიკარულად შეიცვალოს”, – წერს გამოცემა.
რას იზავს არა არამედ რას იზამს ასე უნდა დაწეროთ. ასეთი შეცდომები ძალიან არის გავრცელებული ქართულში და თან ისე რომ სწორი წარმოთქმა გონიათ. შეიძლება ვიღაც იძახოდეს წევიდეს წავიდეს მაგივრად, მაგრამ იცოდეს რომ წავიდე არის სწორი ფორმა, მაგრამ ვინც “რას იზავ”, “რას სვავ” წერს და მეტყველბს ვერც ხვდება რომ, მართებული არ არის.
1) კონტრაქტის პირობებით უკაყოფილო ფეხბურთელზე გუნდის აგება უტოპიური გეგმაა
2) ისეთი მნიშვნელოვანი ფორუმის წინ, როგორიც ევროპის ჩემპიონატია არავინ გაყიდის გუნდის ლიდერს და დაელოდება იმას, თუ როგორ წარმოაჩენს ის საკუთარ შესაძლებლობებს.
3) არ შეიძლება ფეხბურთელს გასამჯელოდ 4 მილიონზე მეტს არ სთავაზობდე და ამავდროულად 100 მილიონიან წინადადებაზე უარს ამბობდე (არ ჯდება არანაირ ლოგიკაში)
4) თავად ის ფაქტი, რომ ფეხბურთელის აგენტი უკვე უთანხმდება სხვა კლუბს, მეტყველებს იმაზე, რომ მიმდინარე კლუბთან ის ხელშეკრულების პირობების თაობაზე შეთანხმებას და კომპრომისს ვერ აღწევს.
დასკვნა – 1) პსჟ-თვის კვარა ნამდვილად ნომერ 1 პრიორიტეტია 2) დე ლაურენტისი უვიცი და ხარბი მენეჯერია 3) ჯუღელი ყოველმხრივ არაკომპეტენრური აგენტი (ხელშეკრულების პირობებში გამოსასყიდი თანხის არ შეტანის გამო).
წარმატებები ხვიჩას! რომელ კლუბშიც არ უნდა განაგრძოს კარიერა.