“კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი მათ სჯობს” – მონტოლივო სერია A-ში წლევანდელ ერთ-ერთ საუკეთესო შემტევებზე

ცნობილმა იტალიელ ფეხბურთელ რიკარდო მონტოლივოს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი ლაუტარო მარტინესისა და მარკუს ტურამის წყვილს სჯობს.
“მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა Dazn-ს უთხრა, რომ აბსოლიტური თვალსაზრისით, საუკეთესო სწორედ ქართულ-ნიგერიული ტანდემი იყო.
“რა თქმა უნდა, ლაუტაროსა და მარკუსის წყვილი ძალიან კარგად არიან შეთამაშებულნი და ბრწყინვალე ფეხბურთს გვთავაზობენ, მაგრამ აბსოლიტური თვალსაზრისით, საუკეთესო ხვიჩასა და ვიქტორის დუეტია.
მართალია, წელს მათ იგივე სეზონი ვეღარ აქვთ, რაც გასულ წელს, მაგრამ ჩემი აზრით, მარტინესისა და ტურამის წყვილი მაინც არაა საუკეთესო”, – თქვა მონტოლივომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში