ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჩემპიონატებში როგორც წესი, შემადგენლობების დიდი დოზით როტაცია და ბევრი მოულოდნელი შედეგია. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურს კლასიკა დახურავს, “მარსელი” “სტად ველოდრომზე” (67 394) პსჟ-ს უმასპინძლებს – კვირას, 22:45 საათზე.
ლუის ენრიკეს გუნდს ისეთი პრინციპული შეხვედრა აქვს, ახლა ექსპერიმენტების დრო არაა, თანაც დანაკლისი ისედაც სოლიდურია. ასე იყო 16 მაისსაც – პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული ამბები ჰქონდათ, მაგრამ “ოლიმპიკს” ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდა და 3:1 აჯობა.
დედაქალაქელებს “მარსელთან” 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ, 2023 წელს კი “პსჟ” სერხიო რამოსის გოლის მიუხედავად, დამარცხდა. ჰაკიმი, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, რუიზი და ზაირე-ემერი მაშინაც თამაშობდნენ, მეორე მხარეს კი ახლა გუნდში არავინაა, ვინც მაშინ მოედანზე გავიდა.
“მარსელს” მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს და შუა კვირაში “რეალსაც” ებრძოლეს. 36 წლის პიერ-ემერიკ ობამეიანგი ისევ აქაა.
წინა შეხვედრაში ტრავმირებული ჟოაო ნევეში რამდენად ითამაშებს, რთული სათქმელია, ბერალდო, დუე და დემბელე კი კვლავ არ იქნებიან.
ხვიჩა კვარაცხელიამ “ატალანტასთან” იფრინა, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონზე პირველი გოლი გაიტანა, მანამდე საქართველოს ნაკრებშიც შედეგიანი იყო და ახლა ანგარიშის გახსნას შიდა ასპარეზზეც აპირებს!..
მანამდე, 19:15 საათზე, აბუაშვილისა და წიტაიშვილის “მეცი” “მონაკოს” ესტუმრება.
რაც შეეხება გერმანიას, შაბათს, 17:30 საათზე, ქართული დუელი უნდა გვენახა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძე დისკვალიფიცირებულია. მისი “ჰაიდენჰაიმი” გიორგი გოჩოლეიშვილის “ჰამბურგს” 17:30 საათზე ესტუმრება; უფრო ადრე, 15:30 საათზე გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულს” “ევერტონთან” დერბი აქვს, გვიან, 22:45 საათზე კი იტალიაში საბა გოგლიჩიძის “უდინეზე” “მილანს” მასპინძლობს.
შაბათს განსაკუთრებით გამოვარჩევთ ესპანეთის “ლა ლიგის” მე-5 ტურს, სადაც გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “ოსასუნას” 20:30 საათზე დაუხვდება. ქართველ ფორვარდს საწყისი ორი შეხვედრა ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ჰქონდა და მისგან პირველი გოლის (ცოტა ხნის წინ ნაკრებში გაიტანა, მანამდე კი – ლიონში) მოლოდინი ახლა გვაქვს.
[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე – “სპორტინგმა” “კაირატს” სძლია
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს – სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით “ლივერპულმა” “არსენალს” სძლია
“ტოტენჰემთან” მატჩში “ვილიარეალის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
იურიჩი: “კვარას” გოლმა გამაღიზიანა – პსჟ სხვა დონეა
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] ყველა გალაკტიონი ვერ იქნება – კარაგერმა კვარაცხელიას პირდაპირ ეთერში ლექსი მიუძღვნა
ცნობილი გამოცემების პროგნოზები – მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
[VIDEO] “თავი გავწირე კლუბისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს” – მიქაუტაძემ “ლიონიდან” წასვლის მიზეზზე ისაუბრა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
