“კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლით შეცდომა დაუშვა და გეტყვით რატომაც…” – ცნობილმა რუსმა აგენტმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

ცნობილმა რუსმა საფეხბურთო აგენტმა ანტონ სმირნოვმა ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა. მან ქართველის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.
“კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი 70+ რამდენიმე მილიონ ევროდ პრაქტიკულად დასრულებულია, მაგრამ აქ საქმე ფეხბურთში კი არა, ფულშია.
ჩემი აზრით, ეს ტრანსფერი დიდი შეცდომაა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატი დონით კვლავ მეხუთეა ევროპაში და პსჟ აშკარად არ არის დღეს ევროტურნირებზე დიდი წარმატების პრეტენდენტი. თანაც, 24 წელზე ნაკლებ ასაკში ხვიჩას ასეთი წარსული, წარმატებები და ნიჭი აქვს…
პარიზი, ლუვრი, ტრიუმფალური თაღი, მონმარტრი, კრუასანი და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა,
მშვენიერია, მაგრამ… რჩება ცუდი გემო”, – წერს სმირნოვი თავის ტელეგრამ-არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში