კვარაცხელიამ პენალტი წესების დარღვევით გაიტანა? – “მოდენას” მეკარის პროტესტი და იტალიელი მსაჯის პასუხი [VIDEO]

იტალიის თასის 1/32-ფინალში “ნაპოლიმ” “მოდენას” უმასპინძლა და შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით მოიპოვა.
გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შესრულება ს უკავშირდება, რადგან მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ ჯოვანი ზარომ ალექს მერეტის კარი ვერ აიღო და შედეგად, “პარტენოპეიმ” რთულად, მაგრამ ეს ბარიერი დაძლია.
ქართველი ფეხბურთელის შესრულებულ პენალტს “მოდენას” კიპერ 27 წლის რიკარდო კანიოსგან პროტესტი მოჰყვა. მან მსაჯ კევინ ბონაჩინას უთხრა, რომ ხვიჩამ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი წესების დარღვევით შეასრულა, მაგრამ არბიტრმა ჩვენებურის გოლი ჩათვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ ადგილობრივი Mediaset აზრს ყოფილ
მსაჯ გრაციანო ცეზარის დაეკითხა, რომელმაც ასევე კვარაცხელიას დარტყმაში წესების დარღვევა ვერ დაინახა.
“მოდენას” მეკარემ კვარაცხელიას ზუსტად შესრულებული პენალტი გააპროტესტა, მაგრამ უსამართლოდ. ყველა კარგად ვხედავთ, რომ ხვიჩა სირბილს ანელებს, მაგრამ მოძრაობას არ აჩერებს და ერთად ადგილას არ დგას, ამიტომ ეს წესების დარღვევად არ ითვლება”, – თვქა ცეზარიმ.