Spazio Napoli-ი იტყობინება, რომ მარჯვენა კუნთის შესაძლო დისკომფორტის გამო ხვიჩა კვარაცხელიას დღეს კასტელ დი სანგროში “ნაპოლის” საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია, რაც მწვრთნელის, ანტონიო კონტესთვის საგანგაშოა.
გამოცემის ცნობით, კვარაცხელია გუნდის ექიმს რაფაელე კანონიკოს ესაუბრებოდა და კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ინდივიდულურად ვარჯიშობდა.
ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ხვიჩას დაზიანება და შეძლებს თუ არა 10 აგვისტოს თასზე “მოდენასთან” თამაშს.