კვარაცხელიაზე ნადირობაა – “ნაპოლისა” და “ლაციოს” პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ორი დღის წინ „ნაპოლი“ დუბლებით თასზე რომში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ამჯერად კი მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა და წვიმიან ამინდში თავიდანვე შეუტიეს. მაკტომინეის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც ისაკსენს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, დიდ შავ სამუშაოს ასრულებდა, შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. ხვიჩას ზედიზედ ორჯერ ეუხეშნენ, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია და ქართველს დროებით მოედნის
დატოვება მოუწია. შემდეგ მისი გარღვევა გენდუზიმ წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. საჯარიმო თავად „დაზარალებულმა“ შეასრულა და ოდნავ ააცილა ბურთი კარს.