“კვარაცხელიაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია…” – რას ამბობს ხვიჩას კონკურენტი ნერეში ქართველის შესახებ

“ნაპოლის” ახალწვეულმა დავიდ ნერეშმა რადიო CRC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საუბარი საც შეეხო. მოგეხსენებათ, 27 წლის ბრაზილიელი “პარტენოპეიში” ქართველის ერთ-ერთი კონკურენტია და შესაძლოა, “ლეჩესთან” შეხვედრაში ის სატარტოში სწორედ ჩვენებურის ნაცვლად იყოს.
“ჩემი სიჩქარის საიდუმო ისაა, რომ სპრინტის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად სირბილთან დაკავშირებულ სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებთ.
მინდორზე დიდ დროს არ ვატარებ და ამ პერიოდში შემიძლია ჩემს მაქსიმალურ სიჩქარეებზე გავიდე. ყოველდღიურად ვუყურებ რონალდინიოსა და მესის ვიდეოებს. ვსწავლობ მათგან და ისინი მე აღმაფრთოვანებენ და შთამაგონებენ.
შოკირებული ვიყავი სერია A-ს ინტენსივობითა და ტაქტიკური დონით. ამიტომაც
დიდ ყურადღებას ვაქცევ მწვრთნელ კონტესთან ჩატარებულ ყველა ვიდეოსესიას, რათა ამ თვალსაზრისით ჩემი დონე გავაუმჯობესო და უკეთესი გავხდე.
ეროვნული ნაკრები? – 100%-ით კლუბზე ვარ ფოკუსირებული, ჩემი მიზანია ამ მაისურით მაქსიმუმი გავაკეთო.
კვარაცხელია? როგორც ყველა, მეც ვფიქრობ, რომ ქართველი ტოპ კლასის ფეხბურთელი და სუპერვარსკვლავია. მის შესახებ სხვა პასუხი არ უნდა მქონდეს და ამაში მისი მოედანზე ნახვისთანავე დავრწმუნდი.
ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს? ვინისიუსი, მასზე ძლიერი ფეხბურთელი ამჟამად არ არსებობს”, – თქვა ნერეშმა.
ინფორმაციისთვის, ნერეშმა მიმდინარე სერია A-ში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.