“კვარაცხელიაზე კამათიც არ ღირს”- ფედელემ ქართველზე ისაუბრა

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ფაბიო კანავაროს აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლისა” და “მონცას' მატჩი (0:0) შეაფასა. მისი თქმით, “პარტენოპეის” რიგებიდან გამორჩეული მატჩი ერთადერთმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაატარა.
“ნაპოლის” ფეხბურთელები საკუთარ თავებს არ ჰგვანან. რა იყო დადებითი? ამაზე კამათიც არ ღირს – ქართველი “მონცასთან” ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, შეტევაში კარგად მოქმედებდა და რამდენჯერმე კარგი მომენტიც შექმნა.
ცხადია, ახლა მთელი პასუხისმგებლობა დე ლაურენტისს ეკისრება, თქვა რომ 3-4 ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს? თქვენი აზრით, ამას ნამდვილად გააკეთებს? საჭიროა, რომ
სატრანსფერო კუთხით კომპეტენტურ ადამიანებს მოუსმინოს”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში