ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ნაპოლი” და “ჩელსი” ლონდონელთა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
“პარტენოპეი” “არისტოკრატებს” 30 მილიონს გადაუხდის, რასაც შემდგომაში 15 მილიონიც დაემატება და თავად გამოცდილ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით “ნაპოლიში” სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება.
საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “პარტენოპეი” ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივების შემდეგ ბონუსებით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.