“ნაპოლის” გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ძირითად თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თუ ქართველი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ მოახერხებს, ანტონიო კონტე მას დავიდ ნერეშით შეცვლის, რომელიც ნეაპოლურმა კლუბმა გასულ ზაფხულს “ბენფიკადან” შეიძინა და სერია A-ს ბოლო ტურში “კომოს” წინააღმდეგ თავის გამოჩენა მოახერხა.
გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით იტალიელი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს არ გეგმავს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით
გამოიჩინა.