“კვარას” პსჟ ბილბაოში “ატლეტიკს” ფრედ ეთამაშა

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში პსჟ გასვლაზე „ატლეტიკს“ დაუზავდა – 0:0.
მასპინძლებმა თავიდანვე მაღალი პრესინგი შესთავაზეს მეტოქეს, მის შემტევებს გასაქანს არ აძლევდნენ, ერთადერთი სახიფათო მომენტი პარიზელებმა შექმნეს, როდესაც ახლო მანიძილიდან მეილიუს გატანა მეკარე სიმონმა არ დაანება.
შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ უპირატესობას დაეუფლა, კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგიდან განივი გადაცემა გააკეთა, ბურთი მეილიუს მიუვიდა და ბასკური გუნდი ისევ სიმონმა გადაარჩინა. მან ზაირ-ემერის დარტყმული ბურთიც მოიგერია. მერე ხვიჩამ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მეილიუ ტრავმამორჩენილი დუეთი შეცვალა. ბარკოლა შეიჭრა საჯარიმოში, პასი კარის წინ ცარიელ პოზიციაში მყოფ „კვარას“ არ გაუკეთა, დაარტყა და ბურთი ხარიხას გაარტყა. აქედან მოყოლებული ბასკები გააქტიურდნენ, თუმცა მათმა იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო, თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, სიმონმა ამჯერად ფაბიან რუისს არ გაატანინა და მატჩი ფრედ დასრულდა.
პსჟ 13 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 21 იანვარს, ლისაბონში „სპორტინგთან“ გამართავს.
ატლეტიკი – პსჟ 0:0