ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ნიცა“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ მეტოქის დარტყმული ბურთი თავით ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა. მერე კარგი შანსი ბარკოლამ ვერ გამოიყენა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჯერ ნევეშის და ბარკოლას ნაცვლად მოედანზე ფაბიან რუისი და ლი, ცოტა ხანში კი ზაირ-ემერის და მეილიუს მაგივრად დემბელე და რამუში შეუშვა. „პარი სენ ჟერმენმა“ ზეწოლა გააძლიერა, ვიტინიას მეკარე დიუფმა არ გატანინა, დემბელეს დარტყმული მცველმა დაბლოკა, რამუშმა ვერ უწია მიზანს, ხვიჩას თავით გადაგდებულ ბურთს რამუშმა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ დიუფის კარში მიუჩინა ადგილი და პსჟ-მ რთული გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ 24 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს სახლში, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ ჩაატარებს.
პსჟ – ნიცა 1:0
გოლი: რამუში (90+4)
· ზურა ყოჩაღ კვარა,იღბლიანი თავი გქონია.
· Achi kvara Liga ertshi xoveltvis tavis prtaze ro tamashobdes da ligazec gacilebit upro uketesi statistika ekneboda darcmunebulivar
“ნიურნბერგმა” მოიგო – ლოჩოშვილი შემდეგ მატჩს გამოტოვებს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი – ბოლო ტურში “ოქროს ბუცისთვის” ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
მესი მხარდაჭერას ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადებს – ლეოს ლაპორტას მიმართ წყენა არ დავიწყებია
მბაპემ მადრიდის “რეალსა” და პსჟ-ის შორის სხვაობაზე ისაუბრა
“იუვენტუსმა” სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება” – “რომას” ყოფილი სპორტული დირექტორი
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონმა” “ნიცას” მოუგო
ლაკაზეტის ჰეთ-თრიკი და მიქაუტაძე შეცვლაზე – “ლიონმა” “ნიცას” მოუგო
“სენტ-ეტიენმა” “ნიცასთან” წააგო – დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] “კვარა” შეცვლაზე – პსჟ-მ “ლორიენთან” დუე და ორი ქულა დაკარგა
არაბები საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდს იყიდიან? – რეტკლიფს ამ თანხით თავის გეგმები აქვს




