სერია A-ს მეცხრამეტე ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმირებული კვარაცხელია და პოლიტანო ვერ დაეხმარენ, გასვლაზე „ფიორენტინას“ 3:0 სძლია.
სტუმრები შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად ნერესმა დააწინაურა. შემდეგ მასპინძელთა შემტევმა კინმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მიიჩნია, რომ ბურთის მიღების მომენტში ხელით ითამაშა და გოლი არ ჩათვალა. 54-ე წუთზე ანგისას მოპოვებული პენალტი ლუკაკუმ გამოიყენა, მერე დე ხეას კარი მაკტომინეიმ დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის დასასრულს ნეაპოლელთა მცველმა ოლივეირამ ტრავმა მიიღო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 44 ქულით ლიდერია და 12
იანვარს „ვერონას“ მიიღებს.
ფიორენტინა – ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 ნერესი (30), 0:2 ლუკაკუ (54, პენ), 0:3 მაკტომინეი (68)
მართალია დღეს ხვიჩას გარეშე ნაპოლის წაგება მინდოდა მაგრამ ძალიან კარგია რომ მოიგეს ასე ადვილად იმიტომ რომ ეხლა იფიქრებენ კვარას გარეშე უკეთესად ვთამაშობთო და სასწრაფოდ გააკეთებენ ბარტერს ლივერპულთან !