“კვარას” გოლი და საფონოვის გმირობა – პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ-მ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული „ფლამენგო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
“პარი სენ ჟერმენმა” ერთ კალენდარულ წელიწადში ექვსი ტიტული მოიგო და “ბარსელონას” და “ბაიერნის” რეკორდი გაიმეორა.
როგორც მოსალოდნელი იყო პარიზული გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ნევეშმა ორჯერ ვერ უწია მიზანს, ფაბიან რუისმა გაიტანა, მაგრამ იქამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. აქედან მოყოლებული პსჟ-ს შეტევები მინავლდა, ტრავმირებული ლი მეილიუმ შეცვალა. 38-ე წუთზე დუეს ჩაწოდებული ბურთი მეკარე როსიმ მოიგერია, კვარაცხელიამ კი პსჟ დააწინაურა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ისევ დომინირებდა და ბრაზილიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, როდესაც ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას მარკინიოსმა საჯარიმოში არასკაეტა წააქცია და ჟორჟინიომ პენალტი გაიტანა. პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მეილიუს ნაცვლად მოედანზე ბარკოლა შეუშვა, ევროპოლებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ხვიჩას პასი ნევეშმა მიიღო, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი კარის ხაზიდან ორტისმა გამოიტანა. მერე დუე დემბელემ შეცვალა. ბოლოს მარკინიოსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.
მცირე შესვენებისას „კვარა“ მბაიემ შეცვალა, ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში პარიზელებმა გაიმარჯვეს – საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
მომდევნო მატჩს პსჟ 21 დეკემბერს ჩაატარებს – თასის 1/32-ფინალში გასვლაზე სამოყვარულო „ფონტენეს“ დაუპირისპირდება.
პსჟ – ფლამენგო ძირ. დრო 1:1 (ექსტრა ტაიმები 1:1, პენ 2:1)
გოლები: 1:0 კვარაცხელია (38), 1:1 ჟორჟინიო (62, პენ)
· ლევანი რუსია და გააგდეთო, არაა? ტიპმა ოთხი პენალი აიღო, ეს რა ვნახე, საღოლ
· ზურა კვარას ეს ტიტული აკლდა და მიიღო კიდეც
· მალხაზ ჯობავა გაიგონეთ და ირწმუნეთ ხალხოოო! სადაც ა, იქ ყოველთვის წარმატებაა. რასაც კი შეეხება, ოქრო ხდება. პირველი კოლხი-ქართველი, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი! ჯერ სადაა…. კინო მომავალი წლიდან იწყება. სი ქუგგალე კვარააა
· ვასილიჩი საფონოვი ყოფილა ნადირი
· ზურა კვარას ერთი ეს თასი აკლდა და ისიც მოიგი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }