“კვარას” გამო ჩემი მეუღლე შევაშინე” – არიგო საკიმ ქართველზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

ლეგენდარულმა არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში “ნაპოლისა” და ს შესახებ ისაუბრა. “მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ქართველის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
“გასულ სეზონში “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” (5:1) დაპირისპირებაში “კვარას” მიერ გატანილ გოლზე იმხელა ხმაზე ვიყვირე, ჩემს მეუღლეს შეეშინდა.
იმ თამი “პარტენოპეი” ზღაპრულად გამოიყურებოდა. ზოგადად, დღეს იტალიურ გუნდებს საკუთარი სტილი აღარ გააჩნიათ. “კვარას”, ოსიმენისა და ლობოტკას შესაძლებლობებით გაოცებული ვარ. როცა ვუყურებ, თუ როგორ იბრძვის ვიქტორი თანაგუნდელებისთვის, მაშინვე ვან ბასტენის საუკეთესო წლები მახსენდება. ნიგერიელს საოცარი პროგრესი აქვს”, – განაცხადა საკიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი”
სერია A-ს მორიგ მატჩს 23 დეკემბერს, “რომას” წინააღმდეგ გამართავს.