“კვარას” აგენტზე ამის თქმა შემიძლია” – ოსიმენის ინტერვიუ და ნიგერიელის სამომავლო გეგმები

“ნაპოლის” ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Crc-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის შესახებაც გააკეთა.
“კვარაცხელიას აგენტის სიტყვები ჩემს მომავალთან დაკავშირებით? გარკვეული უნარები ნამდვილად გამაჩნია, თუმცა მომავლის განჭვრეტა არ შემიძლია. ვალტერ მაცარის რთული მისია დაეკისრა და მისი სამუშაო მარტივი არ არის.
ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებული არიან, შარშან სკუდეტოს მოგება ადვილად შევძელით, თუმცა ყოველ წელს რაღაც იცვლება. სიმართლე უნდა ვთქვათ, აღარ გვყავს ისეთი შემადგენლობა, როგორიც შარშან.
ის, რომ “ნაპოლიმ” გოლის გატანა ბოლო 4 თამაშში ვერ შეძლო,
ნამდვილად საგანგაშოა. იმედი მაქვს, ფეხბურთლებს ამაზე სათანადო რეაქცია ექნებათ”, – განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, ვიქტორი ამჟამად ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე სათამაშოდ ემზადება. აღნიშნული ტურნირი 14 იანვარს, კოტ დ'ივუარისა და გვინეა-ბისაუს მატჩით გაიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში