“კვარასთან” დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, რაც შეეხება ოსიმენს…” – რა თქვა “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Mediaset-თან ინტერვიუში სა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
მანას თქმით, ამ მომენტისთვის ქართველსა და ნეაპოლურ კლუბს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვეტილია და მხარეები საუბარს სეზონის დასრულების შემდეგ გააგრძელებენ, რაც შეეხება ოსიმენს, არ არის გამორიცხული, რომ “გალათასარაიში” იჯარით მყოფი ფორვარდი “პარტენოპეიმ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა კლუბში გაყიდოს.
“კვარას” წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ და ამ ეტაპზე ყველაფერი ნათელია, სეზონის მიმდინარეობისას ახალ ხელშეკრულებაზე აღარ ვისაუბრებთ და მოლაპარაკებებს სეზონის
დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ. ქართველს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და გვსურს, რომ მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს. ნამდვილად გვსურს, რომ კვარაცხელია დავაჯილდოოთ, ამ მხრივ სანერვიულო არაფერია.
შეგვიძლია თუ არა ოსიმენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარი სენ ჟერმენში” გავყიდოთ? დიახ, ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა პარიზელებს ჩვენთვის არ მოუმართავთ”, – განაცხადა მანამ.
შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩას მენეჯერი მამუკა ჯუღელი ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის, 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს, რაზეც ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.