“კვარამ” შეუცვლელად ითამაშა – პსჟ-მა “ლე მანს” მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა

საფრანგეთის თასის მერვედფინალში პსჟ-მა გასვლაზე რანგით მესამე დივიზიონის „ლე მანი“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობაში როტაცია განახორციელა, თუმცა ისევ სასტარტოში დააყენა. როგორც მოსალოდნელი იყო სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და დუემ დააწინაურა. ხვიჩა თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მისი კარგი პასი პარტნიორმა ვერ გამოიყენა, თვითონაც დაარტყა კარში, მაგრამ მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, თუმცა ერთფეროვნად უტევდა. „კვარამ“ მეილიუ მახვილი კუთხიდან მეკარე ატფუსთან
პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო. შეცვლაზე შესულმა ბარკოლამ კი მეტოქის დაცვა გაარღვია და ანგარიში გაზარდა. მერე ქართველმა ამჯერად ჰაკიმი გაიყვანა მეკარესთან ერთი ერთზე და ვერც მან ვერ მოახერხა გატანა. ბოლოს სტუმრებმა სახიფათო მომენტი შექმნეს – დუეს ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარე საფონოვმა მოიგერია და საბოლოოდ – 0:2.
მომდევნო მატჩს პსჟ 8 თებერვალს ჩაატარებს – ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში „მონაკოს“ უმასპინძლებს.
ლე მანი – პსჟ 0:2
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 ბარკოლა (71)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში