“კვარამ” მოედანი უკმაყოფილომ დატოვა – კონტემ ქართველის შესახებ კომენტარი გააკეთა

სერია A-ს მეცამეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ 1:0 მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს, რომელიც მხოლოდ შედეგზეა გათვლილი და ყოველგვარ სანახაობას მოკლებულია.
ს დაცვაში ხშირად უწევდა ჩასვლა, დაღლა დაეტყო, შეტევისას პარტნიორები დროულად პასს არ აძლევდნენ, მხოლოდ მაშინ აწვდიდნენ ბურთს, როდესაც სხვა გზა არ ჰქონდათ. ქართველი 66-ე წუთზე შეცვალეს, მოედანი უკმაყოფილომ დატოვა და სათადარიგოთა სკამზეც უხალისოდ გამოიყურებოდა.
ნამატჩევს გუნდისა და “კვარას” შესახებ Sky Sport-თან კომენტარი კონტემ გააკეთა: “შეხვედრის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ სატურნირო ცხრილისთვის
კი არ ეყურებინათ, არამედ თამაში გაეუმჯობესებინათ. ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, თამასა ყველა ასპექტში უნდა ავწიოთ: 70 წუთის მანძილზე ძალიან კარგად ვმოქმედებდით და გამახარეს, მაგრამ უკეთ გარჯა გვმართებს. შემდეგ ხარიხამ გვიხსნა. ასეთ გუნდთან, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში და მოტივირებულია, დაპირისპირება ადვილი არ არის. ბოლო 15-20 წუთში უკეთესად თამაში გვჭირდება.
რაც აქ ვარ, კვარაცხელიამ ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა. ნაკრებში დაიღალა და დაბრუნების შემდეგ პირველ დღეებში მის აღდგენაზე ზრუნვა მოგვიწია. თავისი საქმე გააკეთა, გოლი მისი მონაწილეობით გავიტანეთ. მე ყველაფერს ვხედავ, რომ გუნდის საკეთილდღეოდ მუშაობს, არ მინდოდა გამერისკა და შევცვალე. ნერესი კარგად ვარჯიშობს. პროგრესით ყველანი კმაყოფილები უნდა ვიყოთ. პირველი ტაიმი მომეწონა, ზრდა ერთად უნდა გავაგრძელოთ”.
საკმაოდ ზუსტი და ობიექტური შეფასებაა… რატომღაც ის ბოლო 20 წუთი, როცა კონტეს გუნდს ძალიან გაუჭირდა, საეჭვოდ დაემთხვა დაღლილი და ერთი შეხედვით უკვე უსარგებლო კვარაცხელიას გაყვანას…