“კვარამ” გაიტანა – პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ “ბრესტს” 2:0 ამარცხებს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ „ბრესტს“ 2:0 ამარცხებს.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ნდობა გამოუცხადა და სასტარტოში, მარჯვენა ფლანგზე დააყენა. „პარი სენ ჟერმენი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ბარკოლამ ჯერ კარს ააცილა ბურთი, შემდეგ კი ხელსაყრელ პოზიციაზე არ მისცა კვარაცხელიას პასი. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც პერეირას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მარკინიოსმა გამოიტანა. მერე ხვიჩამ სცადა შორიდან გატანა, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ პარიზელები დააწინაურა. 39-ე წუთზე კი „კვარამ“, რომელმაც
მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, მახვილი კუთხიდან ვარდნაში დალაშქრა კუდერის კარი. ბოლოს ვიტინიამ ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
პსჟ – ბრესტი
გოლები: 1:0 ბარკოლა (20), 2:0 კვარაცხელია (39)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში