“კვარამ” გაიტანა და რონალდოს სტილში აღნიშნა – ვიდეო “ნაპოლის” ვარჯიშიდან [VIDEO]

“ნაპოლი” ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, 2024/2025 წლების სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.
“პარტენოპეის” ვარჯიშიდან ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ მ გატანილი გოლი საკუთარი კერპის, კრიშტიანო რონალდოს სტილში აღნიშნა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” მომდევნო მატჩს კოპა იტალიაზე, 10 აგვისტოს, “მოდენას” წინააღმდეგ გამართავს.
ვიდეო: Calcionapoli24

ფეხბურთი ვისაც გითამაშიათ და გესმით სპეციფიკა, ბადის ხმის მიხედვით მიხვდებოდით, რომ ხარიხას ქვემოთ დაღმავალი ტრაექტორიით შევიდა ბურთი კარში;) მთავარია, რომ ფორმაში შედის და კონტესთან სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაბევება, კიდევ უფრო მეტი შრომა მოუწევს საკუთარ თავზე, ეს განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების სრულყოფას ეხება. წარმატებები ხვიჩას ახალ სეზონში და ყველა წინამორბედი შედეგის გაუმჯობესება!