კესტუტის ბუდრისი – ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უნგრეთის ვეტოს გამო გეგმა „ბე“ უნდა აამოქმედოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე უნდა აამოქმედოს გეგმა „ბე“ იმისთვის, რომ განბლოკოს სთან მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგობის გამო შეჩერებულია.
უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, კითხვაზე, არსებობს თუ არა უკრაინის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების გზა უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, მინისტრმა დადებითად უპასუხა.
კესტუტის ბუდრის განმარტებით, გაფართოების ნორმალური პროცესი ეფუძნება იმ პრინციპს, რომ ქვეყნის წინსვლა მის მიღწევებზეა დამოკიდებული და რომ ეს ამჟამად უნგრეთის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება – უკრაინა აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაგრამ ბუდაპეშტი ვეტოთი მანიპულირებს.
„ჩვენ 27 ხმის მოპოვებას ვცდილობთ, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს ვეძებთ“, – აღნიშნა ბუდრისმა და დაადასტურა, რომ ეს არის ე.წ. გეგმა „ბე“ უნგრეთის ვეტოს დასაძლევად.
„არ შეიძლება [უნგრეთის ვეტოს] მძევლებად ვიყოთ, წინსვლის გზები არსებობს. დანიის თავმჯდომარეობის დროსაც კი გვაქვს შესაძლებლობა და დრო, გადავიდეთ არაფორმალურ ეტაპებზე, რომლებიც ფორმალურად ცოტა მოგვიანებით დასრულდება. გაფართოების ამჟამინდელი მეთოდოლოგია ამ მიდგომის საშუალებას იძლევა“, – აღნიშნა კესტუტის ბუდრისმა.
მისი თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ წევრი სახელმწიფოები მხარს დაუჭერენ ამ გზას.
ბუდრისმა ასევე დადებითად უპასუხა EuroPrava-ს კითხვას, უნდა ამოქმედდეს თუ არა გეგმა „ბე“ ახლავე, 2025 წლის შემოდგომაზე.
„რა თქმა უნდა. იმპულსი ახლა არსებობს. მისი გადადება საშიშია. მე ეს ბევრჯერ მინახავს. პოლიტიკური ფოკუსის შენარჩუნება იქ, სადაც არის, რთული ამოცანაა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია

ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 10 პირის მოსამართლეს – ვნახეთ, რა ხდებოდა მაღალჩინოსნების სახლის ჩხრეკაზე – ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ვიმედოვნებ, ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც მაღალჩინოსნების შემთხვევაში