“კესო ამბობდა, ბექას “უტყდება”, რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო… ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა…“

“კესო ამბობდა, ბექას “უტყდება”, რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო… ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა…“
ხვალ, სას­ტი­კად მოკ­ლულ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს დაკ­რძა­ლა­ვენ. გუ­შინ, მკლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნის პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, თუმ­ცა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ისა­უბ­რა.
გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე შე­წყდა. ხოლო კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ჯა­ი­ანს შეხ­ვედ­რა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­თან­ხმდა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ჯა­ი­ან­მა ცივი ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მკვლე­ლო­ბამ­დე სამი სა­ა­თით ადრე შე­ი­ძი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯა­ი­ანს გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.
მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­და, რად­გან ჯა­ი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და და კე­სა­რია მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­საც კი ვერ ბე­დავ­და, რო­დე­საც ჯა­ი­ან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.
ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია კე­სოს მე­გო­ბა­რი იყო. მომ­ღე­რა­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ერთხელ კე­სომ ვი­დეო გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს. დე­ტა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, რო­გორც ოჯა­ხი.
– ბექა ჯა­ი­ანს პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, კე­სოს­გან ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო კესო მის გვერ­დით, ვერ სა­უბ­რობ­და ვე­რა­ფერ­ზე, რო­დე­საც ეს ბიჭი მას­თან იყო სახ­ლში.
– რითი ხსნი­და კესო ამას, არ უჭირ­და ასე ცხოვ­რე­ბა?
– ასე ვი­დე­ოს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და და როცა მარ­ტო დარ­ჩე­ბო­და, გად­მო­მი­რე­კავ­და ხოლ­მე (ამ დროს ინ­დი­რამ ის ვი­დეო გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ ჯა­ი­ა­ნი კე­სა­რი­ას სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს). კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და, უნ­დო­და ბო­ლომ­დე ქა­ლი­ვით ეცხოვ­რა, უნ­დო­და ვინ­მე მის გვერ­დით ძლი­ე­რი ჰყო­ლო­და. ეს ბიჭი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი იყო.
– თქვენ­თან უთ­ქვამს ოდეს­მე, რომ მას­ზე ძა­ლა­დობ­და ბექა ჯა­ი­ა­ნი, სცემ­და?
– საკ­მა­რი­სი იყო სად­მე წა­სუ­ლი­ყო კესო, სწერ­და, აბა, ვო­ი­სით ხმა­მაღ­ლა მი­თხა­რი, რომ გიყ­ვარ­ვარ. აბა ვინ გყავს მანდ, ვის­თან ერ­თად ხარ. რაც შე­ე­ხე­ბა ცე­მას, ორ­ჯერ მი­თხრა და სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია მქონ­და, მას შემ­დეგ ვგრძნობ­დი, რომ სცხვე­ნო­და და აღარ მიყ­ვე­ბო­და. ეს ბიჭი პი­რი­ქით, არ ანე­ბებ­და თავს. ტყუ­ი­ლია, რომ კესო აშან­ტა­ჟებ­და ან რა შან­ტა­ჟი ეგაა, ქალ­მა ცო­ლო­ბა თუ მოგ­თხო­ვა 2 წლის შემ­დეგ.
– ინ­დი­რა, ფაქ­ტია, რომ კესო ვარ­სკვლა­ვი­ვით ცხოვ­რობ­და, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო…
– არა, კესო გა­რეთ ბრჭყვი­ა­ლებ­და, უამ­რავ რა­მეს არ იმ­ჩნევ­და და არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და არა­ვის. ეს ბიჭი პი­რი­ქით, კარ­გად იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი კე­სოს­თან და არც მდი­და­რი ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, კესო ფუ­თავ­და, უყ­ვარ­და და ფუ­თავ­და.
– ინ­დი­რა, ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ კე­სა­რი­ას ამ ბიჭ­ზე?
– ერთი კვი­რის უკან გვქონ­და მა­გა­ზე სა­უ­ბა­რი, არ ის­ვე­ნებს, არ მა­ნე­ბებს თავ­სო. კესო გრძნობ­და, რომ არ მე­ხა­ტე­ბო­და ბექა გულ­ზე და ვამ­ბობ­დი კი­დეც, მო­ა­შო­რე აქე­დან, რას გა­დაგ­ვა­ყო­ლე ამ კაცს-მეთ­ქი. კაი დაო, საყ­ვა­რე­ლი­აო. სულ ამას იმე­ო­რებ­და. მის მი­მართ ცუ­დად მას შემ­დეგ გან­ვე­წყე, რაც გა­ვი­გე, რომ ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო.
– ამ მი­ზე­ზით, აპ­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა კე­სომ, ხომ არ იცით, რა­ტომ დაბ­რუნ­და?
– სა­მუ­და­მოდ ისე­დაც არ უფიქ­რია სად­მე წას­ვლა, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ე­ნატ­რა. მაგ­რამ მერე ბე­ქაც ენატ­რე­ბო­და, უკვე ძა­ლი­ან ტოქ­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამო­ყო თავი.
– კე­სოს დე­დამ და დამ თუ იცოდ­ნენ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ის?
– ვინც არ იცო­და, რომ კე­სოს ხე­ლით შე­ე­ხო და იძა­ლა­და, ვინ­მე და­უ­რე­კავ­და, კე­სოს მე­გო­ბა­რი და ის ბი­ჭიც სახ­ლში იყო, იმათ ეუბ­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა­ღაც დო­ზით მარ­თლა იყო ბედ­ნი­ე­რი, იმი­ტომ რომ გი­ჟი­ვით უყ­ვარ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, წე­რას ხარ-თქო ატა­ნი­ლი. რო­გორც კე­სოს­გან ვიცი, მა­თაც იცოდ­ნენ და დედა სე­რი­ო­ზუ­ლად გაბ­რაზ­დაო.
– ინ­დი­რა, და­კა­ვე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კესო მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას აძა­ლებ­და და აშან­ტა­ჟებ­და…
– თვი­თონ პირ­დე­ბო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვან ცო­ლად. შენ­ზე ვგიჟ­დე­ბიო, მე­ო­რე დღეს სა­ზი­ზღრო­ბებს ეტყო­და. ისიც და­ი­ღა­ლა, ბო­ლოს და ბო­ლოს, ცო­ლად თუ მო­მიყ­ვან, მო­მიყ­ვა­ნე, თუ არა­და, და­მა­ნე­ბე თა­ვიო. იმ დღის მო­ნა­წე­რე­ბი აღარ ვიცი. რო­გორც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დადე ფო­ტო­ე­ბი, მოვ­დი­ვარ ცო­ლო­ბა უნდა გთხო­ვოო. მე­ო­რე ვერ­სი­ით, ჩვენს ფო­ტო­ებს დავ­დებ და ამ პი­რო­ბით გნა­ხა­ვო, მაგ­რამ ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა.
ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად გინ­და მა­სე­თი კა­ცის ცო­ლო­ბა, უფრო მო­გაქ­ცევს კლან­ჭებ­ში და და­გა­ზომ­ბებს, სახ­ლი­დან გა­რეთ გას­ვლა აღარ მო­გინ­დე­ბა-თქო. რის­თვის იწ­ვა­ლე ამ­დე­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლოს ქა­ლო­ბა გინ­და, მაგ ფრჩხი­ლე­ბით საჭ­მე­ლი უნდა აკე­თო-მეთ­ქი.
– მე­გობ­რე­ბი რას ფიქ­რობთ, წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბა?
– გა­მო­ძი­ე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ გან­ზრახ, წი­ნას­წარ და გათ­ვლი­ლად გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი. ეჭ­ვი­ა­ნი იყო ავად­მყო­ფუ­რად.
– ინ­დი­რა, კე­სოს­გან რა იცი, იმ ბი­ჭის მხა­რემ თუ იცო­და მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ?
– უტყდე­ბაო, ამ­ბობ­და, მარ­ტი­ვი ხომ არ არის, კე­სა­რი­ას გვერ­დით ქარ­თვე­ლი ტიპი რომ იჩი­თე­ბიო. ერ­თა­დერ­თი ის ვი­ცო­დით, რომ ეს ბიჭი უცო­ლო იყო. მე­გობ­რებს ჩა­ა­წე­რი­ნა ვი­დე­ო­ე­ბი, ბექა, კე­სოს უყ­ვარ­ხარ. მე რომ მი­თხრა, ძა­ლი­ან ვე­ჩხუ­ბე. ბოლო დროს მტკი­ცე­ბის ფორ­მა­ში იყო. მე არ ჩა­ვუ­წე­რე ვი­დეო. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ეს ბიჭი მის­თვის. მე­უბ­ნე­ბო­და, შენ რა­ნა­ი­რი მო­რი­ე­ლი ხარ, ჩემი მტე­რი ამო­ი­ჩე­მეო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლა მისი მტე­რი ამო­ვი­ჩე­მე.
– არის თუ არა ეს ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სარ­ჩუ­ლით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი?
– კესო ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ქალი იყო. მარ­ტო მას­ზე არ ძა­ლა­დობ­ნენ, ქალი რა­ტომ არის და­ბა­ლი ღობე ჯერ კი­დევ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრა და ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი ამას ვე­რა­სო­დეს. კესო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ტრანსგენ­დე­რი ქალი, ჩვე­უ­ლებ­რივ მო­იყ­ვან­და ცო­ლად, მაგ­რამ ისე­თი ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც ბექა იყო, იმ სა­ლა­მა­ზეს და სი­თა­მა­მეს არ შე­არ­გებ­და, მა­ინც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და, ისე­ვე რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.
გარ­დაც­ვლი­ლი კე­სა­რი­ას ფოტო რომ ვნა­ხე, იმის მერე ორი ღა­მეა არ მძი­ნავს, არ ვიცი, დიდ­ხანს გამ­ყვე­ბა ეს ტკი­ვი­ლი. ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბა, გა­მი­ჭირ­დე­ბა კვი­რას იქ დგო­მა.
წყარო: ამბები.ჯი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება