“კესოს მკვლელი არის “ოცნების” ზონდერ “კაცი” და ეს “კაცი” სცემდა ნაცებს…” – სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:
კესოს მკვლელი არის “ოცნების” ზონდერ “კაცი” და ეს “კაცი” სცემდა ნაცებს. ცემის ერთერთი მოტივაცია იყო ის რომ “კოლექტიურ ნაცებს” უნდათ ერთნაერ სქესიანთა ქორწინების დაკანონება ხოლო “ოცნებას” და მის “კაცებს” შესაბამისად არა. რა საოცარია არა ?! – ოცნება არის ნაცმოძრაობის გენმოდიფიცირებული სიმბიოზი. ეს შემთხვევაც ამაზე მეტყველებს! იმათ ყავარჯნიანები და “მებოთლეები” ჰყავდათ ამათ “ესენი” ჰყავთ!
ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მეგობარმა, იაკობ მამულიამ, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჯაიანზე, მთავარ არხთან, თქვა:
“ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, ერთ-ერთი ზონდერი თუ რა ჯანდაბა ქვია, იყო ვინც ხალხს სიამოვნებით ურტყამდა. ეს რომ დაინახა გაწყვიტა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი ქვეყნიდან იყო წასული, მეგობართანაც იყო წასული. მერე რაღაც პერიოდის მერე რომ დაბრუნდა, იმან არ მოისვენა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ მე შენ ესე გამაგიჟე, მომწონხარ, ვიღაცები მეუბნებიან რომ გადაკეთებულ ქალთან ხარ…
რომ ვნახე ეს “სთორი” , [კესარიას სოციალურ ქსელში] დავუკავშირე ამ შემთხვევას იმიტომ, რომ ეს ტიპი – თან არავინ არ მაინტერესებს, ჩემი უნდა იყო ცოლად უნდა მოგიყვანოო, თან ოჯახი რაღაცა…ასეთი რომ ვარ შენი ბრალიაო”, – ამბობს იაკობ მამულია “მთავარ არხთან”

ასევე დაგაინტერესებთ