კერძო სკოლების შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია და 2023 წელს ₾242 მლნ-ს მიაღწია – თიბისი კაპიტალი

კერძო სკოლების შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია და 2023 წელს 242 მლნ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ კაპიტალის მიერ მომზადებულ ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის მიმოხილვაში წერია.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, სწავლის გაზრდილი გადასახადი და მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა შემოსავლების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორისაა.
“2023 წელს EBIDTA მარჟა 19%-ს გაუტოლდა, როცა იგივე მაჩვენებელი პანდემიურ წელს 25%-ის ტოლი იყო. თუმცა, პანდემიურ წელს მიღწეული მაჩვენებელი მეტწილად საოპერაციო ხარჯების შემცირებით იყო გამოწვეული. წმინდა მოგების მარჟა 2023 წელს 12%-ია, რაც ასევე წინა წელთან შედარებით შემცირებულია”, – წერს .