კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს – პოლისების რაოდენობა გაიზარდა

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 6 თვის ანგარიშის თანახმად, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს.
სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა აჩვენებს, რომ მზარდია ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების რაოდენობა. კერძოდ, 30 ივნისის მდგომარეობით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში 735 061 მოქმედი პოლისია, მაშინ, როდესაც 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 721 747 იყო, ხოლო 2022 წელს – 668 141 პოლისი.
აღსანიშნავია, რომ დაზღვევის სახეობების მიხედვით მოზიდული პრემია ყველაზე მაღალი სწორედ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მიმართულებითაა და 6 თვის მონაცემებით, 341.4 მილიონ ლარს შეადგენს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია 2023 წლის 6 თვეში არსებულ 279.8 მილიონთან შედარებით.
სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება: