კერძო სამედიცინო დაზღვევა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 19% აქვს

2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის 720 944 მოქმედი პოლისია. კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 19% სარგებლობს, თუმცა სტატისტიკა მზარდია. 2022 წელს პოლისების რიცხვი 682 152-ს შეადგენდა, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული მოსახლეობის წილი კი 18% იყო.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 447 მილიონი ლარი შეადგინა.
2023 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მიზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 248,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.