კეროლინ ლევიტი – თუ 50 დღეში ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, ს წინააღმდეგ დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება

თუ 50 დღეში ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, ს წინააღმდეგ ძალიან დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება გამოყენებული. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
“როგორც პრეზიდენტმა ცხადად თქვა, 50 დღეში თუ ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის სამართლებრივ შეთანხმებაზე, ძალიან დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება გამოყენებული. ასე რომ, ქვეყნები, რომლებიც ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან, ასევე, დასანქცირდებიან და ეს, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას”, – განაცხადა ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს