კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს – დონალდ ტრამპი მზად არის, შეხვდეს, როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე პრეზიდენტ ზელენსკის

პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, სპეციალური წარმომადგენლის, უიტკოფის, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს და პრეზიდენტი მზად არის, შეხვდეს, როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე პრეზიდენტ ზელენსკის“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
თეთრის სახლის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, თუ ვისი ინიციატივა იყო -ის, უკრაინისა და ს პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება.
„პრეზიდენტ ტრამპს ამ სასტიკი ომის დასრულება სურს“, – აღნიშნა თეთრის სახლის პრესსპიკერმა.