კეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა

დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და სთან შეხვედრისთვის მზად არის , – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი თურქეთის პრეზიდენტის, ს განცხადებას ს, უკრაინისა და -ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე და ორივე ლიდერი მივიდეს“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერს რუსულ აეროდრომებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დრონებით შეტევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ს რეაქციის შესახებაც ჰკითხეს.
„მისი რეაქცია ის არის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ორივე მხრიდან სასტიკია და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს და მან ამის შესახებ ორივე ლიდერს, როგორც საჯაროდ, ისე პირადად განუცხადა“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს