დონალდ ტრამპს სურს, რომ „ჰამასმა“ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„როგორც ნახეთ, ამ კონფლიქტის ყველა მხარე თანხმდება, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას ეთანხმება. ეს ნამდვილად წარმოუდგენელი მიღწევაა და ადმინისტრაცია ბევრს მუშაობს, რომ პროგრესს სწრაფად მიაღწიოს“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სჯერა, რომ ღაზაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.
„მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე სწრაფად გადასვლა, რომ ღაზაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა შევძლოთ და უზრუნველვყოთ ის, რომ ღაზა აღარ იყოს ადგილი, რომელიც ისრაელისა და აშშ-ის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.




