კეპა “ჩელსის” არ გაჰყვა – არისაბალაგას “რეალში” დარჩენა უნდა, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, კეპა არისაბალაგა თავის გუნდ “ჩელსის” მოსამზადებელ ტურში არ გაჰყვა.
მან ლონდონელებისგან ნებართვა მიიღო, რომ ახალი დამსაქმებელი მონახოს. 29 წლის კიპერს თავად “სამეფო კლუბში” დარჩენა უნდა, საიდანაც გასულ წელს იჯარით სწორედ “არისტოკრატებიდან” ასპარეზობდა.
თუმცა, ეს ყოველივე ადვილი არ იქნება. “ბლანკოსში” ჯერ კიდევ რჩება ანდრეი ლუნინი, ვინაც ტიბო კურტუას დუბლიორად ითვლება და უკრაინელს ჯერჯერობით “სანტიაგო ბერნაბეუ” არ დაუტოვებია.
ინფორმაციისთვის, კეპა არისაბალაგამ გასულ სეზონში “რეალის” ფორმა 20 შეხვედრაში მოირგო.