„კენჭისყრისას შოლცმა ორბანს გარეთ გასვლა და ყავის დალევა შესთავაზა“ – Politico

ევროკავშირის სამიტზე სთან მოლაპარაკებების გასახსნელად ოლაფ შოლცმა „მეტად უჩვეულო ხრიკს“ მიმართა, წერს „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირმა ერთხმად მიიღო, თუმცა არა სრული შემადგენლობით – გადაწყვეტილების მიღებისას ადგილზე არ იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი , რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯის გადადგმას და უკრაინის დაბლოკვითაც იმუქრებოდა.
კენჭისყრისას ორბანის მიერ სხდომის დატოვების იდეას „პოლიტიკოს“ წყაროები სწორედ შოლცს მიაწერებენ. მათი განცხადებით, გერმანიის კანცლერმა უნგრელ კოლეგას შესთავაზა, სხდომათა დარბაზიდან გასულიყო და გარეთ ყავა დაელია.
ევროკავშირის წესდებით, გადაწყვეტილება ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს, თუმცა აქ ერთი ნიუანსიცაა გათვალისწინებული – გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება ერთ-ერთი წევრის არყოფნის შემთხვევაშიც. ორბანმა, ოთახის დატოვებით, შეინარჩუნა შესაძლებლობა ეთქვა, რომ არ მიუცია ხმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის, დანარჩენმა წევრებმა კი სასურველი ნაბიჯი გადადგეს.
„პოლიტიკო“ შოლცის მოფიქრებულ გამოსავალს „მეტად უჩვეულოდ“ აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები და დიპლომატები დარწმუნებით ვერც ამბობენ, მომხდარა თუ არა მსგავსი რამ აქამდე.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ორბანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „უნგრეთს არ სურდა ამ ცუდი გადაწყვეტილების ნაწილი ყოფილიყო“. უკრაინის პრეზიდენტმა მ კი X-ზე აღნიშნა, რომ „მადლობას უხდის კანცლერ შოლცს ძალისხმევისთვის“.
14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე:
· “გილოცავ, საქართველო!” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში
· ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებას ივანიშვილს ულოცავს

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, რადგან მედიის ნახევარი არ იყო დარბაზში და ვინც იყო, გადაღების საშუალება არ ჰქონდა – ახლა უფრო რთულად, მაგრამ მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან

გია ვოლსკი – როცა კამერას ხედავენ, სასამართლო ბრძოლის ველად არის გადაქცეული – მედიის პროცესზე ყოფნა და ფოტო-ვიდეო გადაღება ემსახურება ერთ მიზანს – სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ და პროცესი პერფორმანსით გადაფარონ