კენიის პრეზიდენტი გაიწვევს კანონს, რომელსაც ქვეყანაში სისხლიანი პროტესტი მოჰყვა

კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ თქვა, რომ ის გაიწვევს ფინანსთა კანონპროექტს, რომელიც მოიცავდა გადასახადების ზრდასაც, რასაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.
რუტოს თქმით, ცხადია, რომ კენიელებს არ სურთ ეს კანონპროექტი.
“ყურადღებით ვუსმენ კენიელი ხალხის ხმას, ვინს ხმამაღლა თქვა, რომ არაფერი სურთ ჰქონდეთ საერთო ფინანსთა 2024 წლის კანონპროექტთან, მე ვნებდები და შესაბამისად ხელს არ მოვაწერ 2024 წლის ფინანსთა კანონპროექტს, ის იქნება უკან გაწვეული. ხალხმა სათქმელი თქვა”. – თქვა რუტომ.
დემონსტრანტებმა გასულ დღეს პარლამენტში შეჭრა სცადეს, გააჩინეს ხანძარი. პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა, რასაც კენიის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის ცნობით, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა.
პრეზიდენტმა რუტომ ასევე თქვა, რომ დასჯიან დემონსტრანტების დახოცვაში პასუხისმგებელ პირებს.
რუტომ თქვა, რომ ის შევა დიალოგში ახალგაზრდებთან, რომლებიც მისი არჩევის შემდეგ გამართული უდიდესი საპროტესტო აქციის წინა ხაზებზე იყვნენ.