კენიაში მოკლეს გადასახადების ზრდის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე

პოლიციასთან დაპირისპირებისას რამდენიმე დემონსტანტი მოკლეს ნაირობიში კენიის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. აქციის მონაწილეები გადასახადების გაზრდის თაობაზე კანონპროეტს აპროტესტებდნენ და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.
პოლიციამ საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენა, რაც ცრემსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით ერ დაშალა აქციის ათასობით მონაწილე.
საინფორმაციოს სააგენტოების Associated Press -სა და и Reuters-ის ჟურნალისტები იუწებიან, რომ პარლამენტის შენობის სიახლოვეს რადენიმე ადამიანის ცხედარი ნახეს, ადგილობრივი წყაროების მიხევით დაშავებულია ათობით ადამიანი.
მანამდე აქციის მონაწილეებმა შეძლებს პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შეჭრა, სადაც ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს.
მომხდარის შემდეგ, დასავლეთის 13 ქვეყნის ელჩმა ერთობლივი განცხადება გაავცელა, რომელშიც წუხილი გამოთქვეს დემონსტარნტეს შორის მსხვერპლისა და დაშავებულების გამო.
ი-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გმობენ კენიაში მომხდარ ძალადობას, მიუსამირა ნაირობიში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა ოჯახებს. მან თავშეკავებისკენ მოუწოდა ყველას დიალოგის სიცრცის უზურველსაყოფად.
გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ აქციები კენიაში, ნაირობისა და სხვა ქალაქებში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, 25 ივნისს კენიის პარლამენტმა კანონი მიიღო. რომლიდანაც ამოიღეს მუხლი ავტომობილის ფლობის გადასახადის შესახებ. კენიის მთავრობა ახალი კანონით ქვეყნის ბიუჯეტში 3 მლრდ დოლარამდე თანხის მიღებას გეგმავს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად. კენიის პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ