კენეტ ვოლაკი საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის რისკზე – გონივრულია სიფხიზლის გამოჩენა და მზადყოფნა ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც ხელს შეუშლის ამ მცდელობას

საქართველოში, წინა წლებში ჩატარებული ს დროს გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება და პარტიები განიხილავენ და მოაგვარებენ იმ საკითხებს, – ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა, კენეტ ვოლაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნები არის გზა იმის შესაფასებლად, თუ როგორ ფუნქციონირებენ ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი, სასამართლო, უსაფრთხოების ძალები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება.
„საქართველოში გასულ წლებში ჩატარებული არჩევნების დროს გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა, ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხების მოგვარება შესაძლებელი იქნება ისე, რომ მოქალაქეებს არჩევნების მიმართ ნდობა ექნებათ“, – აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.
მისი თქმით, „საქართველო უნიკალური ქვეყანაა რეგიონში, სადაც არის კონკურენტული პოლიტიკური გარემო, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, აქტიური პოლიტიკური პარტიები და არჩევნებიც ნამდვილად ტარდება, თუმცა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, წინა წლებში, სხვადასხვა ხარვეზები გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, პარტიული მუშაკების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები“.
„იმედია, ხელისუფლება და პარტიები განიხილავენ ამ საკითხებს და მოაგვარებენ მათ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ არსებობს პროგრესი“, – აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.
ამასთან, კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს, კენეტ ვოლაკმა უპასუხა, რომ ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რას გააკეთებს რუსეთი.
„ვფიქრობ, გონივრულია სიფხიზლის გამოჩენა და მზადყოფნა ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც ხელს შეუშლის ამ მცდელობას“, – აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!