კემერონი: საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მხარში დაუდგებიან „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და საფრანგეთი ს წინააღმდეგ ომში ს იმდენ ხანს დაუდგებიან მხარში, „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.
კემერონმა თქვა ასევე, რომ „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დამარცხდეს”.
კემერონმა ეს განაცხადა უკრაინის შეშფოთების ფონზე, რომ შეიძლება ბზარი გაუჩნდეს დასავლეთის ერთობას რუსეთთან ბრძოლის საქმეში.
AFP-ს მოჰყავს კემერონის სიტყვები, რომ „ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ და იქნებიან უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები და ჩვენ ასეთად დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“. ეს კემერონმა თავის ფრანგ კოლეგა კატრინ კოლონასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. მან თავის ნათქვამს დასძინა, რომ „ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინის დამარცხებას მივაღწევთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება