კემბრიჯის ინგლისური ენის ლექსიკონმა 2025 წლის სიტყვად ზედსართავი სახელი „პარასოციალური“ აირჩია. ამის შესახებ ინფორმაცია ლექსიკონის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელდა.
ტერმინი აღწერს ფენომენს, როდესაც ადამიანი ამყარებს ცალმხრივ კავშირს ცნობილ ადამიანებთან, წიგნის პერსონაჟებთან ან ხელოვნურ ინტელექტთან. ურთიერთობა ორმხრივი არ არის, რადგან ცნობილმა ადამიანმა არ იცის კონკრეტული ადამიანის არსებობის შესახებ, ხოლო პერსონაჟები და AI თანამოსაუბრეები რეალური არ არიან.
პარასოციალურ ურთიერთობებში ინდივიდი ემოციურ მიჯაჭვულობას გრძნობს კომუნიკაციის ნაკლებობის მიუხედავად. მედია ფიგურის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე, მათ შორის მის სიკვდილზე, რეაქცია რეალურ ემოციებს იწვევს მონაწილე პირებში. ეს ასევე დამახასიათებელია გამოგონილი პერსონაჟების და ნეირონული ქსელების შემთხვევაში.
ტერმინი „პარასოციალური“ სოციოლოგებმა 1956 წელს შემოიღეს.
წყარო: snob.ru




