კელოგი: ში ომის დასრულებამდე „ორი მეტრიღა“ დარჩა

უკრაინის საკითხებში -ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა განაცხადა, რომ ში ომის დასრულებამდე „ორი მეტრი“ დარჩა და მხარი დაუჭირა ს ადმინისტრაციის სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც კვირას ჟენევაში განიხილავენ -ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები.
Fox News-თან ინტერვიუში კელოგმა თქვა, რომ დარწმუნებულია ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობების წარმატებაში. მედია კელოგს არ მოიხსენიებს იმ პირებს შორის, რომლებიც სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ, განსხვავებით ტრამპის სხვა სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფისგან.
კელოგმა გაიხსენა, რომ ნებისმიერ დისტანციაზე „ბოლო ათი მეტრი ყველაზე რთულია“, მაგრამ დასძინა, რომ, მისი აზრით, ომის დასრულებამდე მხოლოდ „ორი მეტრი“ რჩება.
კელოგმა აღნიშნა, რომ მან ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები გამართა უკრაინულ მხარესთან და მიაჩნია, რომ კვლავაც ენდობა ვაშინგტონს. კერძოდ, როგორც კელოგმა აღნიშნა, განსახილველი დოკუმენტები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსაც ითვალისწინებს. მან „ჩარჩო“ უწოდა თავად 28-პუნქტიან გეგმას, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა და აღნიშნა, რომ მის ზოგიერთ დეტალს შეიძლება დაზუსტება დასჭირდეს. კელოგმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჯერ უკრაინის, შემდეგ კი ს „იძულება“, რომ ეს გეგმა მიიღონ.
28-პუნქტიანი გეგმის კრიტიკაზე, მათ შორის კონგრესის წევრების მხრიდან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოცქსელ X-ში დაწერა, რომ გეგმა შეიმუშავა შეერთებულმა შტატებმა და შემოთავაზებულია როგორც „მიმდინარე მოლაპარაკებების სანდო საფუძველი“. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გეგმა ს მხარის მიერ იყოს შედგენილი. რუბიომ აღიარა, რომ გეგმა ეფუძნება რუსული მხარის წინადადებებს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ასევე ეფუძნება უკრაინის წინადადებებსაც. რუბიომ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ორივე მხარეს მოუწევს დათმობებზე წასვლა მშვიდობის მისაღწევად.
გეგმის კრიტიკოსები აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ ის რუსეთისთვის არის სასარგებლო. ეს განსაკუთრებით ეხება დონბასის გადაცემას რუსეთის კონტროლის ქვეშ და შეზღუდვების დაწესებას უკრაინის არმიის ზომაზე. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უარყოფენ ამ ინტერპრეტაციას და ამბობენ, რომ გეგმა ეფუძნება რეალობას და ითვალისწინებს უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების შენარჩუნებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკრაინას დღეს არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება – ორივე არჩევანი, რაც უნდა აირჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, სწორედ ეს იყო ის გზა, რომლისკენაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვიბიძგებდნენ

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა – უკრაინას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების, ეს დამაფიქრებელია