კელოგი და რუბიო ტრამპს ურჩევენ, სიფრთხილით მოეკიდოს პუტინთან მოლაპარაკებებს და უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მოთხოვნებზე – „The Wall Street Journal“
აშშ-ის პრეზიდენტს მარკო რუბიო და კიტ კელოგი მოუწოდებენ, რომ სიფრთხილით მოეკიდოს რუსეთის განცხადებებს უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთნ დაკავშირებით. ამის შესახებ „The Wall Street Journal“-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.
როგორც ცნობილია, ტრამპს უცხადებენ რომ, რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუვლენია გულწრფელი სურვილი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.
ანონიმური წყაროების ინფორმაციით, კელოგი და რუბიო ტრამპს ურჩევენ, სიფრთხილით მოეკიდოს პუტინთან მოლაპარაკებებს და დაიკავოს უფრო მკაცრი პოზიცია მოსკოვის მოთხოვნებზე კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობების შესახებ. თუმცა, ტრამპი უფრო მეტად, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის – სტივ უიტკოფის აზრს ემხრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ პუტინი მშვიდობისკენ ისწრაფვის.
„The Wall Street Journal“ წერს, რომ რუსეთის ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიშმა მხოლოდ გააძლიერა უთანხმოება ტრამპის გუნდში. წყაროები ამტკიცებენ, რომ თეთრ სახლში გამართული განხილვაზე, ღირს თუ არა აშშ-მა გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუბიო და კელოგი ურჩევდნენ ტრამპს, ყოფილიყო წინდახედული პუტინის დიპლომატიური განზრახვების მიმართ.
1tv.ge
