კელი: სახ.დეპში მკაცრი განცხადება გაკეთდება, ოცნების ინიციატივებზე შემხვედრი პასუხი იქნება

საქართველოში -ის ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ აშშ-ში გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებითა და საქართველოში ყოფილი ელჩებით დაკომპლექტებული ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელშიც მათ შორის კელი დეგნანიც მონაწილეობდა და ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე ისაუბრეს.
ფორმულასთან საუბრისას კელი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტში “მკაცრი განცხადება” გაკეთდება რუსული კანონის ხელახლა ინიცირების საპასუხოდ. მისი თქმით, ამჟამად არ იმყოფება ვაშინგტონში და ამიტომ, უცნობია ზუსტი დრო, როდის შეჯერდება განცხადება სახელმწიფო მდივანთან.
იან კელის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს “ადეკვატურ პასუხზე” იმ ბრალდებებისა და განცხადებების მიმათ, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ვაშინგტონის მისამართით ისმის.
“საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედ მაღალჩინოსნებს, გვაქვს ერთობლივი ჯგუფი შექმნილი, როგორც საქართველოს მეგობრებს და სწორედ დღეს, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ვესაუბრეთ წინამორბედ ელჩს კელი დეგნანს. ჩვენ გვითხრეს, რომ მალე გაკეთდება მკაცრი განცხადება. ამ დღეებში სახელმწიფო მდივანი არ იმყოფება ვაშინგტონში, ამიტომ ზუსტი დრო უცნობია, თუ როდის მოხდება ამ განცხადების მასთან შეჯერება და მისგან თანხმობის მიღება. ქართული ოცნების წევრთა მიერ ბოლო დროინდელი განცხადებები და საკანონმდებლო ინიციატივები იმდენად აღმაშფოთებელია, რომ იქნება გარკვეული სახის შემხვედრი პასუხი. სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ადეკვატურ პასუხზე იმ ბრალდებებისა და განცხადებებისადმი, რომელიც ვაშინგტონის მისამართით თბილისიდან ისმის”, – აცხადებს იან კელი.