საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი საქართველოზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე წერენ.
სტატიის თავშივე ავტორები მიანიშნებენ, რომ ერთ დროს სამეზობლოში აშშ-ის მთავარი პარტნიორის – საქართველოს, რომლის მოსახლეობა ახლაც პროამერიკულია, მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება და სულ უფრო მეტად იქცევა რუსეთის რეჟიმის მსგავსად ქართული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების კუთხით.
ავტორები წერენ საქართველოში აშშ-ის ელჩზე რობინ დანიგანზე, რომელიც თავის პოსტს მალე დატოვებს და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე დინამიკა აუცილებელს ხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ სწრაფად დანიშნოს ელჩის შემცვლელი – “ისეთი, რომელიც მკაცრად გააკრიტიკებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ და პრორუსულ ქცევას”. ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად უნდა დაამტკიცოს კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ამას დააკმაყოფილებს.
