საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ფორმულას ეთერში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ შეხვედროდა ელჩ რობინ დანიგანს უდიდესი შეცდომა იყო და დასძინა, რომ ზოგადადაც, ქართული ოცნების ერთ-ერთი პრობლემა, ყოველგვარი დიალოგისგან თავის არიდებაა.
“პირველ რიგში, ვაფასებ ელჩ დანიგანის გადაწყვეტილებას, ის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია საგარეო საქმეთა კუთხით. ჩემი აზრით, ფაქტი, რომ ივანიშვილმა უარი განაცხადა ელჩთან შეხვედრაზე, უდიდესი შეცდომა იყო. ეს აშშ-ის მხრიდან ცალსახა მცდელობა იყო, ეწარმოებინათ დიალოგი ხელისუფლებასთან. ქართული ოცნების პრობლემა ის არის, რომ ისინი არ შედიან დიალოგში, მათ შორის, არც ოპოზიციასთან. არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა და უარყოფა”, – თქვა მან.
იგი საქართველოში ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის ვიზიტსაც შეეხო და თქვა, რომ მისი ჩამოსვლა უბრალო შემთხვევითობა ვერ იქნებოდა. იგი მოიაზრებს, რომ სენატორმა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციიდან გარკვეული მესიჯი ჩამოიტანა.
მისი თქმით, დეგნანის გადადგომა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას არ ნიშნავს, რადგანაც ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაამტკიცოს თავისი ამერიკული და ევროპული მისწრაფებები.
“არ მაქვს დამატებით ცნობები ამ ვიზიტთან დაკავშირებით. თუმცა ვიცი, რომ იგი საკმაოდ ახლოა ტრამპის ადმინისტრაციასთან. დამთხვევა ნამდვილად არ იყო, რომ ის საქართველოში სწორედ ამ პერიოდში ჩამოვიდა. ვერ გამოვრიცხავ მოსაზრებას, რომ მან ჩამოიტანა გარკვეული შეტყობინება ტრამპის ადმინისტრაციიდან. არ ვიცი, რა მოჰყვა ამ ყველაფერს. ქართული ოცნების მხრიდან არ მინახავს არანაირი შედეგი. თუ მათ ჰგონიათ, რომ დანიგანის გადადგომა აშშ-თან ურთიერთობის ახალ ფურცელზე დაწყების შანსია, ისინი ნამდვილად ცდებიან, რადგან არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ ხელახლა გამტკიცეს ნდობა აშშ-ტან და დაამტკიცოს, რომ რეალურადაა დაინტერესებული ამაში. ფართომასშტაბიან ურთიერთობაში აშშ-სთან და ევროპასთან ჯერ-ჯერობით, მთავრობას არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ჩინეთი ჩაერთო ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ასევე მთავრობამ უარი განაცხადა დახმარებოდა უკრაინას და შეუერთდა ანტიდასავლურ რიტორიკას”, – თქვა კელიმ ფორმულას ეთერში.
