კეკელიძეზე მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის დაპირისპირებაა – დაკავებულია 4 პირი

კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა.
მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
ამ დროისთვის დაკავებულია 4 ადამიანი.