“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, მაესტრო!” – სიმონიანი კუსტურიცას YouTube–ის არხის დაბლოკვას ულოცავს

32
YouTube-მა სერბი კინორეჟისორის, მსახიობისა და მუსიკოსის, ემირ კუსტურიცას საავტორო არხი დაბლოკა, რომელსაც 30 ათასი გამომწერი ჰყავდა. ცნობილია, რომ ამ არხს კუსტურიცა Sputnik-ის სერბულენოვან რედაქციასთან ერთად უძღვებოდა. ის კრემლის პოლიტიკისა და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერია და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაც სურს
პუტინის პროპაგანდისტი სიმონიანი Telegram-ის საკუთარ არხზე კუსტურიცას არხის წაშლას ულოცავს და წერს:
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, მაესტრო! აქ სითბოა, სინათლე და ბუზებიც არ იკბინებიან”